რა პირობებში ცხოვრობს წალკის მოსახლეობა – რეპორტაჟი „ახალ კვირაში“ 21:00 საათზე

18:16, 13.05.2018

დანგრეული სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, გაზით მომარაგების პრობლემები, დაზიანებული გზები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე – ეს ყველაფერი გადაცემა „ახალი კვირის“ გადამღებ ჯგუფს  წალკის რაიონში ჩასვლისას დახვდა.

ეთნიკურად  მრავალფეროვან რაიონში ადგილობრივები ყურადღებას სოციალურ პრობლემებზე ამახვილებენ. მათი მთავარი სადარდებელი, სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, სოფლების გაზმომარაგება და საქონლის ქურდობაა.

„ახალი კვირა“ წალკის მერითაც დაინტერესდა და გაარკვია, რომ მეორედ არჩეული მერის საქმიანობასა და აღებულ პრემია-დანამატებზე უამრავი კითხვა ჩნდება.

ნახეთ, ზუსტად ცხრა საათზე, რა პირობებში ცხოვრობს წალკის მოსახლეობა და რამდენჯერ აიღო მერმა პრემია, მაშინ, როდესაც რამდენიმე სოფელში დღემდე ბუნებრივი აირი არ აქვთ.

მსგავსი