ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, 91-ე კილომეტრზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.