„ევროპული საქართველო“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს

კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პარტია ევროპული საქართველო.

როგორც გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.

ევროპული საქართველოს წევრი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს მოუწოდებს, კორუფციული ფაქტების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს ან თავად მას მიაწოდოს.

გიორგი სეთურიძის განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ ლარს აკონტროლებს და თანხები არამიზნობრივად არ იხარჯება.

გივი თარგამაძის ბრალდებებს დღეს არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა.