საკოორდინაციო შეხვედრა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, „გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განვითარების პარტნიორებთან საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიების მიზანი საფინანსო ორგანიზაციებისთვის დეპარტამენტის საქმიანობის, სამომავლო გეგმების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018-2019 წლების ანგარიშსა და 2019 წლის გამოწვევების პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე წარადგენს.