კობი-გუდაურის გზაზე რამდენიმედღიანი შეზღუდვა მოხსნილია

კობი-გუდაურის გზაზე რამდენიმედღიანი შეზღუდვა მოხსნილია. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, არც ერთ ცენტრალურ გზაზე შეფერხება აღარ არის.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი 23 იანვრამდე შენარჩუნდება. თუმცა, ნისლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში. ამის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს.