აქცია სოფელ ფუთში

საპროტესტო აქცია ზესტაფონში. სოფელ ფუთის მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი- სენაკი- ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბები გაჰყავთ, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ შენობები დანგრევის პირასაა. აქციის მონაწილეები სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც შესაბამის დასკვნას მოამზადებს, – რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება. ადგილობრივები ადეკვატური კომპენსაციის საჭიროებაზე საუბრობენ. მათ დახმარებისთვის პრეზიდენტს და პრემიერს უკვე მიმართეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბის მშენებლობა საცხოვრებელი სახლებიდან მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით მიმდინარეობს, გარდა ამისა, მათივე თქმით, ვიბრაცია ყოველდღიურ რეჟიმში იზომება და გადაჭარბება არ ფიქსირდება.