ზვავსაშიშროება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა კობის მონაკვეთზე - რა ვითარებაა ადგილზე?

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, ზვავსაშიშროებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო მოძრაობა ჟინვალის ჰესთანაც, რასაც მოქალაქეების ნაწილის პროტესტიც მოჰყვა.

ამ წუთებში ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა სოფელ ნადიბანთან იმყოფება, სადაც სატვირთო მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას – რა ვითარებაა ადგილზე?