ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა ​მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა ​მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა. კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმედითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ავტომობილების გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს. ამ დროისთვის ადგილზე ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.