შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს. მათი ჯამური ღირებულება 485 მილიონი ლარია.

დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებზე სამშენებლო კომპანიებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია დღეს წინასწარ მიაწოდეს. შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი ტენდერები სარეაბილიტაციო, საგზაო უსაფრთხოების, მოვლა შენახვისა და სტიქიის პრევენციის მიმართულებით. გამოსაცხადებელ ტენდერებს შორის არის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რომელიც უკვე განხორციელდა კახეთის რეგიონში, ხოლო მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში დაიწყება.