ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა 68-ე ცენტრი ქედაში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს.

ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით დაბის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 20 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს. გახსნის ღონისძიებას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დეპუტატები და ქედის თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.