პროექტი „საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“

„2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ – ამ სახელწოდების ღონისძიება რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გაიმართა. მისი მიზანი იყო სხვადასხვა რეგიონში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართა. დაჯილდოვდნენ საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტები. ესენია ქედა, შუახევი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ქუთაისი და მათი პარტნიორი კოლეჯები – „ბლექსი“, „ჰორიზონტი“, „იბერია“ და „ფაზისი“.

2024 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის დაჯილდოება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.