უძველესი მეჩეთი ქედაში

ქედაში, სოფელ ზვარეს უძველესი მეჩეთი ინგრევა.

ხელისუფლებამ 1834 წელს აგებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ადგილობრივების რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ სალოცავი გადახურეს, თუმცა ძეგლის რესტავრაციის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია – მეჩეთის შიდა კედლები და იატაკი იმდენად დაზიანებულია, რომ შიგნით შესვლა საშიშია.

თითქმის ორ საუკუნოვანი სალოცავის ბედით მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დაინტერესდნენ.