იუსტიციის სახლები მუშაობას უქმე დღეებშიც აგრძელებენ

მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გარდა ამისა, 3 იანვრიდან იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ 88 საზოგადოებრივი ცენტრი აგრძელებს ფუნქციონირებას.

ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა. კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა. 2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს, ხოლო სერვისების რაოდენობა 470-ზე მეტს.