საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი

კაჭრეთის საზოგადოებრივი ცენტრის რებრენდინგი დასრულდა. ის პირველი ფილიალია, რომელიც ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს. კაჭრეთის იუსტიციის სახლი ახლახანს კაპიტალურად გარემონტდა და მომხმარებელს უკვე განახლებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 88 ცენტრში მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.