ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ღვინის სახლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.