ქართული კულტურის დღეები ბელორუსში

მინსკის ისტორიულ ნაწილში დღეს დილიდან ქართული მუსიკა ისმის. მოქალაქეები ჩვენს ეროვნულ კერძებს აგემოვნებენ და ქვეყნის ისტორიას, წარმოდგენილი ექსპოზიციის საშუალებით ეცნობიან. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ნამუშევრები ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ბელარუსის დედაქალაქში გამოფინეს. ღონისძიებების პირველი დღე ნინო ქათამაძის და ჯგუფ ინსაიტის კონცერტით დასრულდება.