ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა
სააღდგომო ლიტანიობა შესრულდა ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერშიც. ეს მონასტერი, ერთადერთი ადგილია, სადაც ლოცვას არამეულად აღავლენენ.
ლიტურგიაზე დასასწრებად და მამა სერაფიმეს გალობების მოსასმენად, თბილისის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდანაც ჩადიან.
უკვე რამდენიმე წელია, ქანდაში კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს არამეული წირვა-ლოცვით ეგებებიან.