ქალთა მე-5 ყოველწლიური კონფერენცია

„ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმირების შემუშავებაში,“ – „იუესეიდისა“ და „მეწარმე ქალთა საბჭოს“ ორგანიზებით, ქალთა მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები სამ ნომინაციაში. წლის მეწარმე ქალის ჯილდოს მფლობელი გახდა ანა გოგუაძე, წლის წარმატებული ქალის სტატუსი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიენიჭა, ხოლო მესამე სექტორიდან „საქართველოს სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის ჰორეკას“ დამფუძნებელს, ქეთევან მელაძეს.

კონფერენციაში მონაწილე წარმატებულმა ქალბატონებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების დაწყებამდე საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა მეწარმე ქალთა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მათი პროდუქცია.