შეხვედრა სახალხო დამცველთან

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სახალხო დამცველს შეხვდნენ. ნინო ლომჯარიასთან მათ უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლები სამსახურიდან განსხვავებული აზრის გამო დაითხოვეს და ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. შეხვედრა სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართა.