პროტესტის 217-ე დღე.
რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მიმდინარე პროექტის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება. ადგილი უცვლელია – „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამ დრომდე აღმართულია რკინის საპოლიციო ბარიკადები. კომპანია „ენკა“ კი აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებას სთავაზობს.
ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ირმა ჭოლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.