პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ერთი მოქალაქის მიმართ კი განაჩენი გადაისინჯება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარ გიორგი ზავრაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამასთან, პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილება მოქალაქე ნოდარ კაკაბაძის საქმეზე მიიღო, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჩამოართვეს მისი კუთვნილი კომპანიის ვერტმფრენები და საფრენი აპარატები და გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე გაასამართლეს უკანონოდ.