პროკურატურის შუამდგომლობით ორი მსჯავრდებული გამართლდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის, თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს, გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს თეიმურაზ ნაოჭაშვილის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლად გამოვლენილი გარემოებები ყოფილი სამართალდამცავის, გიორგი კუპრეიშვილის მიმართაც და ნაოჭაშვილის მსგავსად, ისიც უდანაშაულოდ ცნო.