საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ორ ეპიზოდზე წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 სექტემბერს, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, დაკავებულმა ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, ერთ-ერთ პირს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარედ, კიდევ ერთი პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ბრალდების მხარე, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის უზრუნველყოფით გირაოს – 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.