პორტალის პრეზენტაცია

შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღების მიუხედავად, თანამდებობის პირები ხელფასის სახით იღებენ იგივეს, რასაც ადრე დანამატისა და პრემიის ჯამით იღებდნენ,  – ამის შესახებ აიდიეფაის პროგრამების დირექტორმა განაცხადა.

ლევან ავალიშვილის თქმით, შსს ერთადერთი გამონაკლისია, სადაც მინისტრის მოადგილეებს რეალურად შეუმცირდათ ხელფასი, რადგან  კანონმა შეზღუდა. როგორც ავალიშვილმა განმარტა, ახალი კანონი არ ვრცელდება მარეგულირებელ კომისიაზე, ასევე ეროვნულ ბანკზე, რითაც იქმნება საფრთხე, რომ ეს თავისუფლება  გაცილებით მაღალი ანაზღაურების მისაღებად იქნას გამოყენებული.

დღესვე ორგანიზაციამ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარირებული შემოსავლების ახალი ელექტრონული მოდულისა და ღია მონაცემთა პლატფორმის  პრეზენტაცია გამართა.