ჯანდაცვის მინისტრი სამეგრელოში

სამეგრელოს რეგიონში – მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფო დახმარების სამი ახალი შენობა გაიხსნა.

დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. ამ დრომდე  მარტვილის, ხობისა და სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ძველ შენობებში იყო განთავსებული. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა.