იანვრიდან პენსია იზრდება.
70 წლამდე ასაკის მოქალაქეები 260 ლარს, 70 წელს ზემოთ მყოფები კი 300 ლარს აიღებენ. დაანონსდა საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ით მომატებაც. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ თბილისის და რეგიონების სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები გათანაბრდება. მოსალოდნელი ცვლილებები უკვე ასახულია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა თვის ბოლოს უნდა დაამტკიცოს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი გაზრდილია, საგარეო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი კი შემცირებულია. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-ს შეადგენს. 2022 წლის ბიუჯეტით დაფინანსება თითქმის ყველა სამინისტროს ეზრდება. პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. ჯანდაცვის მიმართულებით რამდენიმე ახალი პროგრამის დაფინანსებაც იგეგმება.