აქცია ბაღდათში

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტობანის მშენებელი კომპანია „აკორდის“ თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის აღებას ითხოვენ.

ავტობანის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულების თქმით, სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ, ამიტომ მუშაობეზე უარს ამბობენ და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

კომპანია „აკორდის“ წარმომადგენლები ხელფასის დაყოვნებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გაფიცული მუშები მათი თანამშრომლები არ არიან.