შშმ პირების დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არსებული სამუშაო ადგილებისა და  პირობების შესახებ ინფორმაცია შშმ პირებმა პირადად კერძო კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაში დასაქმების შემთხვევაში, ხელფასის ნახევარს სახელმწიფო იხდის, შშმ პირების სამსახურში აყვანის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალია. ვითარებას ისიც ართულებს, რომ კომპანიების დიდი ნაწილი სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე ადაპტირებული არ არის.

მარიამ აფციაური გიამბობთ.