პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, 16 აპრილს გამოცხადდეს - ბრალდების და დაცვის მხარის განცხადებები

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი 16 აპრილს გამოაცხადოს. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.

ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ბრალდება ეფუძნება მოწმეების ირიბ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომელიც ვერ ადასტურებს ბაჩანა ახალაიას ბრალდებებს და მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. თუმცა, პროკურორის განცხადებით, საქმეში ყველა სახის მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულს ადასტურებს.

განაჩენის გამოტანამდე, 16 აპრილის სხდომაზე, ბაჩანა ახალაია დასკვნითი სიტყვით გამოვა და შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.