თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, თუმცა პროცესი სავარაუდოდ გადაიდება. პროცესს არ ესწრებიან ბრალდებულების, ნიკა გვარამიას და ზურაბ იაშვილის ადვოკატები, რომლებსაც შესავალი სიტყვები უნდა ეთქვათ. შესაბამისად, სხდომაზე დაცვის მხარე პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. გვარამია დამენია და იაშვილი „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე არიან ბრალდებულები.