სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, ბეჟან ლორთქიფანიძის, მორის მაჩალიკაშვილისა და კიდევ ერთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს განიხილავენ. როგორც ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი ამბობს, მის მიერ წარდგენილი მასალა ლორთქიფანიძის ბრალეულობას ფაქტობრივად აბათილებს.

სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატიც.

დღეს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

დატოვე კომენტარი