მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე

მეგის ქარდავას ადვოკატების მიერ გამამტყუნებელი განაჩენების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ყოფილ ძალოვანს მეორე ინსტანციაც გაამტყუნებს. საქმის პროკურორების ცნობით, მათ მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილი იყო არაერთი მოწმის, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებები და ვიდეომასალები, რის საფუძველზეც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენები დადგა ნავთლუღის სპეცოპერაციის, კასრების, სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტისა და ბელა როგავას საქმეებზე.

მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებას 30 დღის ვადაში გეგმავს.