თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების საქმის ფულის გათეთრების ეპიზოდზე სასამართლო განხილვა გრძელდება.
პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა ფულის გათეთრების სქემა და მასში გიგი უგულავასთან დაკავშირებული პირების ჩართულობა. გამოძიება ბრალდებულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.