პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულზე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ელენე ხოშტარიამ. პარტია „დროას“ ლიდერის განცხადებით, დაკავებული არ არის მისი პოლიტიკური მოძრაობის წევრი. თუმცა, მას აუცილებლად დაიცავენ. ხოშტარიას შეფასებით, მარტის აქციებზე ერთადერთი მოძალადე „ქართული ოცნება“ იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ირაკლი კობახიძის თქმით, დაკავებული პირი დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან.