თავდასხმა თბილისში

გასულ ღამეს თავს დაესხნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, ბორის ჩელე ყურუას. ამ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. კლინიკასთან შეკრებილი იყვნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და პარტია „ახალის“ წევრები. გუშინ ღამე ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ.