ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა

წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ელენე ხოშტარიამაც. 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ, „დროას“ ლიდერმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა, კახეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციამ საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა. ელენე ხოშტარიას განმარტებით, ის სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს და შესაბამისად, არც საკუთარ აღკვეთის ღონისძიებას დაესწრება. „დროას“ ლიდერი გუშინ, თელავის პოლიციის განყოფილებასთან დააკავეს. ის სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც დააკავეს.