ახალი დაჯგუფებების შექმნის მცდელობა ოპოზიციაში

მმართველ გუნდში ცვლილებების ფონზე გადაჯგუფებებია ოპოზიციურ ფლანგზეც.

როგორც ჩანს, საარჩევნო ერთობის და ალიანსის ფორმირებისთვის კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ქმნიდნენ, დიდი ალბათობით წინასაარჩევნოდ ერთი პლატფორმის გარშემო გაერთიანდებიან. პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამია მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებად განიხილავს ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და „ლელოს“. ყველა მათგანთან წინასაარჩევნო თანამშრმლობის გამოცდილება აქვს მამუკა ხაზარაძის გუნდს, რომელმაც ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა დააანონსა და არჩევნების წინ თანამშრომლობის ალბათობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან დაუშვა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან დისტანცირების ტაქტიკა და მისი ყოფილი წევრების ახალი გეგმა გაუგებარია დანარჩენი ოპოზიციისთვის.

მოსალოდნელი წინასაარჩევნო კონფიგურაციებით თათია მაყაშვილი დაინტერესდა.