ხოშტარიას ბრალდება

ელენე ხოშტარია კახა კალაძეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.დროას“ ლიდერის მტკიცებით, არაერთი საერთაშორისო სტატია არსებობს იმის შესახებ, რომ თბილისის მერმა რუსული ვაგონები შეისყიდა, სადაც კალაძე მოხსენიებულია რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროდ. ხოშტარია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების გამო, შესაძლოა ქვეყანა დასანქცირდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა გამოხატოს თავისი აზრი და სანქციები გავრცელდეს პერსონალურად.

საპასუხოდ, თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მერიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ვაგონების შეძენაზე, რომელიც იყო ღია და ჩატარდა გამჭვირვალედ.