სამი ლიდერის შეხვედრა – ევროპის პოზიცია

21:30, 20.11.2026

ცდილობენ თუ არა ვაშინგტონი, პეკინი და მოსკოვი გავლენის სფეროების განაწილებას და ახალი მსოფლიო დღის წესრიგის ფორმირებას – ევროკავშირის გვერდის ავლით, სამი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრამ არაერთი კითხვა გააჩინა. შენჭენში შემდგარი სამიტი რუსეთისთვის „დიპლომატიურ გამარჯვებად“ ფასდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა იზოლაციის გარღვევა და ორი უმსხვილესი სახელმწიფოს ლიდერთან პირისპირ მოლაპარაკება მოახერხა.

ახლა მთავარი კითხვაა – რაზე შეთანხმდნენ ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი.

მოლოდინის მიუხედავად, რომ მთავარი განსახილველი თემები უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები იქნებოდა, სამმხრივი სამიტის კომუნიკეში არცერთი მათგანი არ მოხვდა.

შენჭენის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მოსკოვში იწვევს.

ვინ დათანხმდება პუტინის შეთავაზებას, ჯერ უცნობია. ევროპაში პოზიციები ისევ არაერთგვაროვანია.

 

მსგავსი