ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება
უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს „მეგობარი“ უწოდა. CNN-თან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი შეფასებები პუტინზე ზეწოლას ასუსტებს და მას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.
მისი თქმით, პუტინის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავ რჩება საუკეთესო შუამავლად კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში.