დონალდ ტრამპის განცხადება
ვლადიმერ პუტინმა მითხრა, რომ მე თუ ვიქნებოდი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა მასთან შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს. ტრამპმა გაიხსენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ჩარევის საკითხზე ჩატარებული ფედერალური გამოძიება და მას დემოკრატების მიერ შექმნილი სიყალბე უწოდა.