ელენე ხოშტარაის ოჯახის შემოსავლები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ელენე ხოშტარიას ოჯახს 22 მაისს რუსეთიდან 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. „საერთო ჯამში, 2021 წლიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრანზაქცია შვიდჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით“, – აღნიშნულია „კურიერის“ ინფორმაციაში.