ელენე ხოშტარიას ოჯახს 22 მაისს რუსეთიდან 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. „საერთო ჯამში, 2021 წლიდან რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრანზაქცია შვიდჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით“, – აღნიშნულია „კურიერის“ ინფორმაციაში.