პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 მეათედი პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, მას ნიდერლანდები და იაპონია მოჰყვება. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკაში განხორციელდა, მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი, მესამეზე კი 47 მილიონი ლარით  საფინანსო სექტორია.