თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება დღეს და ხვალ სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ფორუმზე სიტყვით თბილისის მერი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები გამოვიდნენ.