საწარმოთა საქმიანობის შედეგები

2026 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მილიარდ ლარამდე – 12.4 პროცენტით გაიზარდა. 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.2 პროცენტი – საშუალოზე, 18.0 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე.