საქართველო Dealroom-ის გლობალურ რუკაზე

საქართველო სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას. იგი ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე. პლატფორმა აქტიურად გამოიყენება ეკოსისტემების წარმოჩენისთვის, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების იდენტიფიცირებისთვის.