„იცოდე სიმართლე 6.6 მილიარდიან ინვესტიციაზე“ - პრემიერ-მინისტრის განცხადება

„იცოდე სიმართლე 6.6-მილიარდიან ინვესტიციაზე“– ამ კომენტარით ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში. ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტს ეხმაურება, მას პუნქტობრივად განმარტავს და მის უპირატესობებზე საუბრობს. მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ შეიქმნება ორი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე. სულ გათვალისწინებულია 16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. პრემიერის შეფასებით, პროექტის წინააღმდეგ საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ანტისახელმწიფოებრივი კამპანია წამოიწყეს, რომელიც სიცრუეზეა აგებული.