„ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადება
პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ საქართველოს მთავრობისგან არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მათი ღრმა რწმენით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში ორი არაბული ქალაქი აშენდება. ამასთან ერთად, „ლელოს“ ლიდერის თქმით, ეს ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის და განმარტავენ, რომ ოპოზიციას ასეთი ინვესტიციები არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს.