მზადება რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

21:40, 16.05.2026

საქართველო 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის ოც წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო როგორც არსებული სარაგბო ბაზებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობა. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 100 მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი